ოლიგარქის კლანის მორიგი ანტიდასავლური ნაბიჯი | "ოცნება" ევროპარლამენტში პარტნიორის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

ბოლო კავშირის გაწყვეტა დასავლურ პოლიტიკურ სივრცესთან. "ქართული ოცნება" ევროპელი სოციალისტების ჯგუფიდან გამოდის. ირაკლი კობახიძემ ევროპის სიდიდით მეორე პოლიტიკური გაერთიანება არაპარტნიორულ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ გულგრილობაში დაადანაშაულა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ 2015 წლიდან "ქართულ ოცნებას" ევროპელი პოლიტიკოსებისგან მხარდაჭერა არ მიუღია. მეტიც, სოციალისტებმა ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული - და ეს ოლიგარქის პოლიტიკური კლანისთვის მიუღებელია. 

ახლა "ოცნების" ერთადერთი მოკავშირე ევროპაში - უნგრეთის ოდიოზური ლიდერი ვიქტორ ორბანია. სწორედ მის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლა გახდა "ქართული ოცნების" კრიტიკის მიზეზი. თუმცა "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოპულიზმი საქართველოს მმართველ პარტიას კიდევ ერთ პოლიტიკურ ცენტრთან აახლოებს - კრემლი სულ უფრო აშკარად და მძლავრად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი