
რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.
"რუსებმა დაბომბეს ტორეცკი. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მედიკოსები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დახმარებას" - წერს ერმაკი.