აშშ სამხრეთ აფრიკას რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, რუბენ ბრიჯიტმა ამ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა. ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საბრძოლო მასალა დატვირთული იყო რუსულ გემზე, რომელიც გასული წლის დეკემბერში კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე იმყოფებოდა.

"მათ შორის, რაც ჩვენ შევამჩნიეთ, იყო რუსული სატვირთო გემის LadyR-ის ყოფნა სამხრეთ აფრიკის საზღვაო ბაზაზე, Simonstown-ში  2022 წლის 6-დან 8 დეკემბრამდე. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთში დაბრუნებისას მან იარაღი და საბრძოლო მასალა დაცალა" , - ამობს ელჩი.

ხუთშაბათს, ელჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები თვლის, რომ სამხრეთ აფრიკა აწვდიდა იარაღს რუსეთის არმიას.  

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს კრემლი, უარი თქვას პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტის იდეაზე BRICS-ის სამიტზე, რომელიც ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერია, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი