ქვეყნის არაფორმალური მმართველის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობით ნაშოვნი კოლოსალური თანხა. "ოცნების" მილიონერი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, რომელიც პარლამენტში თითქმის არ დადის, სახელმწიფო შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროგრამის უმსხვილესი ბენეფიციარია.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფულით კი დუგლაძეს საქართველოში წარმოებული ღვინო ოკუპანტ ქვეყანაში გააქვს და რუსულ ბაზარზე ძირითადი ექსპორტიორების ათეულში შედის.