"ოცნების" ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოკუპანტებთან თანამშრომლობის ახალი და სახიფათო ეტაპი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით შეფუთოს ფაქტია, პუტინის განკარგულება ქვეყანას დიდი და არაერთი რისკის ქვეშ აყენებს.
საერთაშორისო ასპარესზე სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანის გარდა, საქართველო ერთ-ერთი ის გამონაკლისი ქვეყანა იქნება, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვა არ იარსებებს და ისინი ჩამოსვლას კომფორტულად შეძლებენ. უკვე ცნობილია იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც თბილისში ფრენებს განახორციელებენ.