რუსებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს | "ოცნების" ხელისუფლება დუმს

გამოქვეყნდა:

კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური რევერანსების ფონზე, რუსი ოკუპანტები საქართველოს შეურაცხყოფას აყენებენ. რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ნიღბიანი სამხედროები ჩვენს სახელმწიფო დროშას შეურაცხყოფენ და ქართველ ხალხს ემუქრებიან.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები მტერს ამ უღირსი საქციელის გამო შესაბამის პასუხს ჰპირდებიან, თუმცა მათთვის კიდევ უფრო არაადეკვატური თბილისის რეაქციაა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ოკუპანტების საქციელს და ვიდეოკადრებს დადგმული პროვოკაცია უწოდეს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი