აშშ "ოცნებას" აღარ ენდობა | კობახიძის პასუხი სენატორების მიერ სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილს

გამოქვეყნდა:

გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში სახელმწიფო მდივანს ოფიციალური წერილით მიმართავენ და სთხოვენ, რომ ენტონი ბლინკენმა საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გამოუშვას.

სენატორები შიშობენ, რომ "ქართული ოცნება" 2024 წელს ჩანიშნული არჩევნების გაყალბებას შეეცდება და თვლიან, რომ დასავლეთი დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. სენატორები ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ტაქტიკას, რომ თავდაცვის საუკეთესო საშულება თავდასხმაა. დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა დასავლეთი აქეთ დაადანაშაულეს წინა არჩევნების გაყალბების მცდელობაში და პირდაპირ თქვეს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებდნენ.

კობახიძე და მდინარაძე ირწმუნებოდნენ, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილი ორგანიზაციები წინა ჯერზე ოპონენტებს არჩევნების გაყალბებააში ეხმარებოდნენ. სენატორები კი კობახიძემ სააკაშვილის რეჟიმის მეგობრებად მოიხსენია.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი