
სანტ-პეტერბურგში პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ 2 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ირინა ციბანევა, რომელმაც პრეზიდენტ პუტინის მშობლების საფლავზე ბარათი დატოვა.
მოსამართლემ ქალი პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე, მიცვალებულთა სხეულისა და მათი საფლავების შეურაცხყოფის მუხლით ცნო დამნაშავედ.
სასამართლომ თქვა, რომ პუტინის მშობლების საფლავზე წერილი ციბანევამ 2022 წლის 6 ოქტომბერს დატოვა. წერილში რუსეთის პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იყო მოხსენიებული და ეწერა, რომ მათ "გაზარდეს ურჩხული და მკვლელი", "სიკვდილი პუტინს".
SOTA-ს ცნობით, ციბანევა განაჩენის გასაჩივრებას არ გეგმავს. მისი თქმით, მან დაწერა წერილი მას შემდეგ, რაც უყურა უკრაინის ომის ამბებს და "მიხვდა, რომ ყველაფერი ძალიან საშინელია, ყველაფერი ძალიან სამწუხაროა და ბევრი დაღუპულია", - იტყობინება Mediazona.