ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, მხოლოდ აპრილის თვეში, რუსებმა 45 მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ერთ თვეში, 2023 წლის აპრილში, ე.წ. საზღვრის "უკანონო" კვეთისთვის 45 ადამიანი დააკავეს. 

"2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 45 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან: 21 - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 24 - სასაზღვრო რეჟიმის", - წერია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 25 უკანონოდ დაკავებული დაჯარიმდა, 15 მათგანი სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო ე.წ სამართალწარმოება 2 უკანონოდ დაკავებულის შემთხვევაში შეწყდა.

ქართული მხარის ცნობით, უკანონო დაკავების ბოლო ფაქტი, გუშინ, 11 მაისს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი