
ათიათასობით ადამიანი ელოდება მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას, აცხადებენ ოფიციალური პირები. ეს ხდება მას შემდეგ რაც პარასკევს, 11 მაისს ვადა ამოეწურა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სასაზღვრო პოლიტიკას - Title 42 შეზღუდვებს. რეგულიაცია - Title 42 - ხელისუფლებას უფლებას აძლევდა გაეძევებინათ ქვეყანაში უკანონოდ შემოსული ადამიანები უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე.
სასაზღვრო პატრულის უფროსმა CBS-ს განუცხადა, რომ ემზადებიან ათიათასობით მიგრანტის ნაკადისთვის, რომლებიც ამჟამად აშშ-მექსიკის საზღვრის მექსიკის მხარეს არიან და ცდილობენ შტატებში გადასვლას. მედია წერს, რომ დაახლოებით 60,000 მიგრანტი ელოდა აშშ-მექსიკის საზღვართან ქვეყანაში გადასვლას.
პრეზიდენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაართულა მიგრანტებისთვის თავშესაფრის კვალიფიკაცია Title 42-ის შემდეგ. პარასკევს განხორციელებული წესის თანახმად, მიგრანტები, რომლებიც გადაკვეთენ სამხრეთ საზღვარს ნებართვის გარეშე, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუ ისინი არ ითხოვდნენ დაცვას სხვა ქვეყანაში, როგორიცაა მექსიკა, აშშ-ში მიმავალ გზაზე.
ისინი, ვინც საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, დეპორტირებული იქნებიან, შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლა სულ მცირე ხუთი წლით ეკრძალებათ და თავშესაფრის მინიჭების უფლება არ ექნებათ.