უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა. როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, ნიკა ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება. 

ჯიყაშვილი, ლუგანსკის მიმართულებაზე, საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

ამავე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი ქართველი, 24 წლის მებრძოლი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება. მედიკოსები, რომლებიც მას მკურნალობენ, "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ჯიყაშვილი 44-ე ქართველია მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი