
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 16 ადამიანი, - ინფორმაციას, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო და ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს საცხოვრებელ უბნები, სკოლა, საავადმყოფო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა შენობები.