მადლობა გადავუხადე Storm Shadow-ის რაკეტებისთვის - ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს,მან მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერს, შორი დისტანციის რაკეტების მიწოდებისთვის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბრიტანული Storm Shadow რაკეტები მნიშვნელოვნად აფართოებს უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობებს.

"ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის შემდგომი თანამშრომლობა. კოორდინირებული პოზიციები მოახლოებულ საერთაშორისო მოვლენებამდე. კერძოდ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალები უკრაინის მომავალთან დაკავშირებით NATO-სთან", - წერს ზელენსკი

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა გუშინ დაადასტურა, რომ უკრაინას  Storm Shadow-ის შორი დისტანციის რაკეტები გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი