
დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი - Mi-28 ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ჯანკოის რაიონში, მოხდა. ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ორივე პილოტი.
ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.