
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი წერს რომ პუტინმა უკვე გამოიყენა ყველაფერი, რისი გამოყენებაც უკრაინის წინააღმდეგ შეეძლო. დანილოვის თქმით, რუსეთისთვის ყველაზე უარესი ახლა იწყება.
"რუსეთის ყველა მცდელობა, დააშინოს უკრაინელები და მსოფლიო ე.წ "ადეკვატური პასუხით" საკუთარ თავთან ლაპარაკია. ყველაფერი, რისი გამოყენებაც პუტინს შეეძლო, მან უკვე გამოიყენა. რუსეთისთვის კი ყველაზე უარესი ახლა იწყება. რუსეთის ფედერაცია დასავლური ინვესტიციების გარეშე ყალბი ქვეყანაა. რუსებს წინ ბევრი "სასიამოვნო" შეხვედრა ელოდებათ მოწინავე ტექნოლოგიებთან" - წერს ის.