
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსული კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს სანქციები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ "ზაპოროჟსტალზე"
"დღეს ჩვენ გვაქვს სანქციების დღე. არის რამდენიმე სანქციის პაკეტი, მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებებს. პირველი სანქციების პაკეტი ეხება "ზაპორიჟსტალს". ჩემი განკარგულებით იმ 41 პირს - 13 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს - შემაკავებელი ზომები დაუწესდა, რომელთა დახმარებითაც რუსეთის ფედერაციამ შეინარჩუნა კონტროლი საწარმოზე და ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ვიწყებთ რუსული წილების ჩამორთმევის პროცედურას " - წერს ზელენსკი