ბუსა ჟვანიას მიერ ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე გამოკითხვები დაიწყო

გამოქვეყნდა:

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილის მდგომარეობა, მისი ოჯახის თქმით, საკმაოდ მძიმეა. ბუსა ჟვანია თავადაც მსუბუქად დაჭრილია. სისხლიანი გარჩევის ფიგურანტებს ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

როდის წაუყენებენ ბრალს საქმეში ბრალდებულს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა უკვე დაიწყო. ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გუშინ საქმის ერთ-ერთი თვითმხილველი, ზუკა აბაშიძე გამოკითხეს. მან საგამოძიებო ორგანო მედიასთან კომენტარის გაკეტების გარეშე დატოვა. 

გამოკითხულის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი კი ამბობს, რომ მათ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ საუბრობს.  

შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი