პუტინმა მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს ზომები მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შესამცირებლად

გამოქვეყნდა:

იდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც უნდა შეცვალოს რუსეთის სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის კონცეფცია.

დოკუმენტში წერია, რომ 2022 წელს  გაიზარდა რუსეთის  მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ, რის გამოც  ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები

დადგენილებაში მითითებულია, რომ საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება, რათა შეიქმნას ფინანსური, სოციალური და სხვა მექანიზმები მოსახლეობის შენარჩუნებისა და რუსეთის მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინების შესამცირებლად.

კონცეფციის დამატებები ასევე გავლენას ახდენს რუსეთის ე.წ ახალი ტერიტორიების მაცხოვრებლებზე.

პუტინის განკარგულებით, პირობები უნდა შეიქმნას დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებიდან", ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან წასული მოსახლეობის დასაბრუნებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი