"იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც" - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

კომენტარი განცხადება ლაშა ჩხიკვაძემ გორში, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მოსამართლეებს დღეს წვეულება ჰქონდათ:

"15- ში არის მოსამართლეების დღე და ასე ვთქვათ, ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი პროფესიული დღესასწაული.

მოდით ასე ჩამოვყალიბდეთ, საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მივხედოთ...დიახ დაგიდასტურებთ, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც" - თქვა ჩხიკვაძემ

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ  2022 წლის 16 მაისს "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი