"ისეთივე თამადა ხართ, როგორიც მოსამართლე"? - სანქცირებული ლევან შენგელიას პასუხი წვეულების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე - "ისეთივე თამადა ხართ, როგორიც მოსამართლე"? - სანქცირებული ლევან შენგელია პასუხობს, რომ "დიახ".

შენგელიას თქმით, სანქცირების მიუხედავად ის არ გადადგება.

"მოსამართლის დღე იყოს ზუსტად შეკრებილები ვიყავით ამასთან დაკავშირებით. არასოდეს არ შეკრებილა იმდენი მოსამართლე, როგორც დღეს. ეს ჩვენ არავისთვის არ დაგვიძალებია, რომ მობრძანდით მხარი დაგვიჭირეთ.. 
340 მოსამართლიდან 300 იყო..[დანარჩენი] არ ვიცი, შეიძლება არ ეცალათ... 

არავითარ შემთხვევაში არ [გადავდგები] რატომ უნდა გადავდგე...მე ვითხოვ პირველივე დღიდან მტკიცებულებებს" - ამბობს შენგელია

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ლევან შენგელიას გარდა სანქცია დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ვალერიან ცერცვაძეს. აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ მათი ოჯახის წევრებსაც. მიზეზად სახდეპმა მოსამართლეების კორუფციული საქმიანობა დაასახელა.

ცნობისთვის, დღეს მოსამართლეებმა გორში იქეიფეს. რესტორან "ნაჭარმაგევში" მათ პროფესიული დღე აღნიშნეს. სუფრაზე თამადა სწორედ შენგელია იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი