ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სიმამრმა 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო - "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა 6.7 მილიონის ტენდერები მოიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტყებუჩავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისმა სიმამრმა 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

"ალექსანდრე ტყებუჩავა 2018 წელს ფოთში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გახდა, ხოლო 2021 წელს ჯერ – ფოთის მერის მოადგილე, შემდეგ კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე. 

სწორედ 2018-2022 წლებში ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრმა ფოთის მერიისგან 1,568,800 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. 

მას შემდეგ, რაც ტყებუჩავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისმა სიმამრმა 12 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა" - წერს ორგანიზაცია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი