
"ოკუპანტები უკვე შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის. მათ უკვე წააგეს ეს ომი თავიანთ გონებაში. ჩვენ ყოველდღიურად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მათზე, რათა რათა დამარცხების გრძნობა გადაიზარდოს გაქცევაში, შეცდომებში, წაგებაში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მტერს ანადგურებს! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც სირთულეების მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს! ჩვენ ვემზადებით თქვენთვის, მეომრებო, კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი შესაძლებლობების გადაცემისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეთ აგრესორის დამარცხებისა და მშვიდობის აღდგენისთვის.
დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ამჟამად ბრძოლაში, საბრძოლო პოსტებზე და საბრძოლო მისიებზე არიან! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენს მებრძოლებს წვრთნის! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინელ ჯარისკაცებს ტრავმების შემდეგ მკურნალობს.
დიდება უკრაინას!"
ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის საღამოს ვიდეომიმართვაში.