
უკრაინის თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში, უკრაინაში წარმოებულ ტანკებს, სახელწოდებით Oplot -ს გამოიყენებენ - ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი ავრცელებს, რომელმაც პირადად შეამოწმა აღნიშნული ტანკები და აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა იმისთვის, რომ დაიცვან თავი და შეინარჩუნონ სიცოცხლე
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული ტანკი, Oplot BM, უნდა იყოს სატანკო კოალიციის პირველ რიგებში. უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ძლიერია. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ განვავითარებთ მას - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ფეისბუქით გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თავადაც მონაწილეობს უკრაინული ტანკის ტესტირებაში.