
ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სააგენტო ადასტურებენ ღაზას სექტორში თავდასხმის შედეგად პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიკვიდაციას. მათი განცხადებით, ჯგუფის სამხედრო საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირი,იად ალ-ჰასანი, ქალაქ ღაზაში, სამალავზე მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.
„ის ჩართული იყო ყველა გადაწყვეტილებაში, დაჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები და სამხედრო დარტყმის ამსახველ კადრებსაც აქვეყნებენ.