რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ღამით რუსების თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.  არსებული ინფორმაციით, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენა, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსი. 

"დღეს ღამით, 01:23 საათზე, მტერმა  ნიკოლაივი, ირანული წარმოების Shahed-136/131 თავდასხმის თვითმფრინავებით დაბომბა. საბრძოლო მასალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო საწარმოს ორსართულიანი შენობა განადგურდა. დაბომბვის შედეგად ორივე ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. დაშავდა სამი ადამიანი", - წერს კიმი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი