
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებებია. ამ დროისთვის ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება უკრაინის დროით, დაახლოებით დილით 08:49 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, ანდრიუშენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალებს აძლიერებენ. მისივე ცნობით, გუშინ მარიუპოლში პირველად დაფიქსირდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა TOR-2, რომელიც S-300-ის, BUK-ისა და Pantsir-ის დანამატი გახდა.