გერმანია უკრაინას 2,7 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 2,7 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტი შეიმუშავა. 

უკრაინა გერმანიისგან დამატებით  Marder-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანას და  Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაანონსებული 18 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცის, ოთხი IRIS-T-SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის, 12 IRIS-T-SLS გამშვებისა და ამ სისტემებისთვის საჭირო ასობით მართვადი რაკეტის,  ასევე  200 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის, 100 საბრძოლო და 100-ზე მეტი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ავტომანქანის მიწოდება. 

ცნობისთვის, ეს არის შეიარაღების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც გერმანიამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების შემდეგ უზრუნველყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი