
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ 13 მაისს ღამით რუსეთმა თავდასხმისას ჯამში 21-მდე უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენა, რომელთაგან 17 ჩამოაგდეს.
"სულ დაფიქსირდა 21 გაშვება სხვადასხვა მიმართულებით გავანადგურეთ, 17 საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაკეტო იარაღის, მოიერიშე თვითმფრინავების და მობილური სახანძრო ჯგუფების გამოყენებით",- წერია განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული დრონების ხმელინცკის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა.
გარდა ამისა, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, კიევისკენ გაშვებული ყველა Shahed-136/131 ჩამოაგდეს. მისივე ინფორმაციით, იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.