
ქალაქ ხმელნიცკის მერის ალექსანდრე სიმჩიშინის ინფორმაციით, ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით, "შაჰიდის" დრონებით თავდასხმის შედეგად, ასობით სახლი დაზიანდა და 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ზოგიერთი რუსული სამხედრო ტელეგრამის არხი ამტკიცებს, რომ უპილოტო თვითმფრინავებმა დასავლეთ უკრაინაში, ხმელნიცკის ორ სამრეწველო ქარხანას და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს.