პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ სადაზვერვო მფრინავი ობიექტი დააფიქსირა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ საჰაერო სივრცეში უცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც სავარაუდოდ სადაზვერვოა და ბელარუსის ტერიტორიიდან შეფრინდა: 

„საჰაერო ოპერაციების ცენტრმა (COP) დააფიქსირა ობიექტის გამოჩენა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რომელიც გაფრინდა ბელარუსის მიმართულებით. COP-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს არის სადამკვირვებლო ბუშტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ობიექტი რადარებიდან რიპინის დასახლების მიდამოში გაქრა. ამასთან დაკავშირებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ობიექტის მოსაძებნად ტერიტორიული თავდაცვის ძალების რეგულარული ძალები გამოიყენოს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი