
დაძაბული იყო ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც გასულ ღამეს შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 მაისის დილას, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სოთკის მიმართულებით დაარღვიეს და უპილოტო საფრენი მოწყობილობები გამოიყენეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი განმარტავს რომ საზღვარზე ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს.