
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ Reuters -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის პარტიას (სახალხო-რესპუბლიკური) კონკრეტული მტკიცებულება აქვს, როგორ ერევა რუსეთი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისივე თქმით, "რუსეთი კვირას, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ე.წ. "დიფფეიქის" გამოქვეყნებას აპირებს".
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს გაიმართება.