
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის მახლობლად, ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ასევე ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენი ჰაერში ფეთქდება და ვერტიკალურად ქვევით ეცემა.
სოციალურ მედიაში არ გამორიცხავენ, რომ რუსული ვერტმფრენი შესაძლოა რუსმა საზენიტო მსროლელებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის ბრიანსკის ოლქის, ქალაქ კლინცის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.