"ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერიას - ოპოზიცია ლადო ხინჩეგაშვილს მოუწოდებს სკოლებში პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ბავშვებს ბიუჯეტიდან კვება დაუფინანსოს. პარტიაში განმარტავენ,რომ გორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოზარდების დიდი ნაწილი შიმშილობს, პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა კი ხელისუფლებას აქვს. ამისთვის ჩინოვნიკებმა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯვაზე უარი უნდა თქვან. "ნაცმოძრაობა" ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უახლოეს საკრებულოს სხდომაზე პროექტის წარდგენასაც გეგმავს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი როგორ უნდა დააფინანსოს ხელისუფლებამ ბავშვების კვება.