G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის, დახმარების $44 მლრდ-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდიან

გამოქვეყნდა:

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეკონომიკური და საბიუჯეტო მხარდაჭერა 2023 და 2024 წლის დასაწყისისთვის 44 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრების შემდეგ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, 2024 წლის დასაწყისამდე უკრაინის დახმარება 44 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს საშუალებას მისცემს დაამტკიცოს 15,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამა. 

"ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავზარდეთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 2023 წლისა და 2024 წლის დასაწყისისთვის 44 მილიარდ აშშ დოლარამდე, რამაც შესაძლებელი გახადა  უკრაინისთვის დამტკიცებულიყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. პროგრამა 4 წლის განმავლობაში 15,6 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.

ეს მხარდაჭერა უკრაინას უზრუნველყოფს და მის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს დაიცვას მთავრობის ფუნქციონირება, განაგრძოს ძირითადი სერვისების მიწოდება, განახორციელოს ყველაზე კრიტიკულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება და ეკონომიკის სტაბილიზაცია", - ნათქვამია G7-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ერთობლივ კომუნიკეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი