
თუ ევროკავშირს არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს მის არსებობას? - ასეთ შეკითხვას სვამს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ქალაქ ვესპრემში სიტყვით გამოსვლისას და ამბობს, რომ გაერთიანება ორი მისიით შეიქმნა - მშვიდობა და კეთილდღეობა:
"ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ევროკავშირი დაიბადა ორი მიზნით, ორი მისიით: მშვიდობა და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ კისრამდე ომში ვართ და ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები სულ უფრო შემაშფოთებელი და ბნელია.
თუ მას არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს ევროკავშირს? - ამბობს ორბანი