პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს, 3 აგვისტოს პარლამენტის მუშაობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ორგანიზაცია დღევანდელი ანგარიშით, პარლამენტის მუშაობის ორ ნაწილს - პოლიტიკურ და კანონშემოქმედებით საქმიანობას შეაფასებს. დოკუმენტში მოხვდნენ ის დეპუტატებიც, ვინც სხდომებს არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად აცდენენ.

რთული წელი იყო პარლამენტისთვის, თუ გავიხსენებთ პროპორციული სისტემის ჩავარდნას, გავრილოვის ღამეს, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას. კვალავ არის საკმაოდ მაღალი რიცხვი დეპუტატების, რომლებიც საერთოდ არ გამოსულა მთელი წლის მანძილზე სიტყვით, ასეთი არის 21 პარლამენტის წევრი, კვლავ პრობლემად რჩება მინისტთა მოსვლა კომიტეტის სხდომებზე ფრაქციის მოთხოვნით, პრობლემაა გაცდენები, - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი