
ინდოეთში, ჩენაის აეროპორტში მოგზაური ქალის ბარგში 22 გველი და ქამელეონი იპოვეს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ საბაჟო კონტროლიორებმა ქვეწარმავლები ქალის ბარგის ჩხრეკისას იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ისინი მალაიზიიდან გადაიყვანა. ქვეწარმავლები მგზავრს ინდოეთის ველური ბუნების კანონის დაცვით, აეროპორტშივე ჩამოართვეს.