
დღეს, 13 მაისს რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კოსტიანტინივკა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები დაბომბა. პროკრატურის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 15 წლის მოზარდია. დაშავებულია 10 ადამიანი, რომელთა შორის არიან 15 და 16 წლის მოზარდები. დაზიანდა და განადგურდა მაღალსართულიანი და კერძო სახლები, ავტოგასამართი სადგური, აფთიაქი და მაღაზიები.