მასშტაბური აქციები სერბეთში - მოსახლეობა კრიმინოგენურ მდგომარეობას აპროტესტებს და მთავრობის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სერბეთში მასობრივ სროლას მასშტაბური აქციები მოჰყვა - პროტესტის ეპიცენტრი ბელგრადია, სადაც ათიათასობით ადამიანმა ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ მდგომარეობას ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციით უპასუხა.

მოქალაქეებმა საკვანძო ხიდი გადაკეტეს და მსვლელობა მოაწყვეს. სამთავრობო კვარტალში შეკრებილი დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს ქვეყანაში უიმედობისა და პოლარიზების შექმნაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

წინა საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს მთავრობის კაბინეტის გადადგომაც და  სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებისთვის ლიცენზიის გაუქმება.

მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში იარაღის უკონტროლო ფლობამ და კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 17 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა. დაჭრილია 21 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი