ავსტრალიაში 46 წლის კაცს ეძებენ, რომელსაც სერფინგის დროს ზვიგენი თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ავსტრალიის ეირის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე 46 წლის კაცს ეძებენ, რომელსაც სერფინგის დროს ზვიგენი თავს დაესხა. პოლიცია ვარაუდობს, რომ კაცი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

"სავარაუდოა, რომ ზვიგენის თავდასხმის შედეგად კაცი გარდაიცვალა", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია პოლიცია და ადგილობრივი თემის წევრები. პოლიციამ ადგილობრივებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ადვილი არ არის, როცა ადგილობრივები ჩართული არიან, თუმცა ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება და მათ დახმარების სურვილი გამოთქვეს", - თქვა პოლიციამ.

როგორც პოლიციამ აღნიშნა, ადგილზე 46 წლის კაცის ძებნა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი