რუსული "კომერსანტის" ინფორმაციით, ბრიანსკში დღეს 4 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსული გამოცემა "კომერსანტი", საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიანსკის რეგიონში თითქმის ერთდროულად ჩამოვარდა ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი -  ორი გამანადგურებელი და ორი ვერტმფრენი. უფრო კონკრეტულად კი  Су-34 და Су-35 გამანადგურებლები და ორი  Mi-8 ვერტმფრენი. „კომერსანტის“ ცნობითვე, დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრებიც. ინფორმაცია 4 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.  

რუსული პროპაგანდისტული მედია მხოლოდ ორის - Су-34-ისა და  Ми-8-ს  ჩამოგდებას  და ორი ადამიანის სიკვდილს ადასტურებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი