14 მაისს ზელენსკი გერმანიას ეწვევა - გერმანული მედია

გამოქვეყნდა:

14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია DPA ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია მას ბერლინის სამთავრობო წრეებმა დაუდასტურეს.

მედიის ცნობით, ზელენსკი გერმანიაში შარლემანის პრიზის მისაღებად ჩავა, რომელიც მასსა და უკრაინელ ხალხს გმირობისთვის უნდა გადაეცეთ. დაჯილდოებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც დაესწრება.

ჯერჯერობით უცნობია ზელენსკის ვიზიტის ზუსტი პროგრამა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იტალიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი