უკრაინის ჯარი ბახმუტის გარეუბანში ეტაპობრივად მიიწევს წინ, ბევრი ტყვე აიყვანეს - ანა მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ბახმუტის გარეუბანში უკრაინული ჯარები წინსვლას აგრძელებენ - "ვითარება დინამიურად ვითარდება ბახმუტის მიმართულებით. ჩვენი ჯარი ბახმუტის გარეუბანში ეტაპობრივად მიიწევს ორი მიმართულებით. ახლა კონკრეტული ციფრები არ იქნება, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს . ჩვენი ჯარები ანადგურებენ მტერს და უკვე საკმაოდ ბევრი ტყვედ აიყვანეს."  წერს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ თავად ბახმუტში "სიტუაცია უფრო რთულია", მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის კონტროლს".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი