შაბათს ლუკაშენკოს ავტოკოლონა პოლიკლინიკასთან შენიშნეს - მედია

გამოქვეყნდა:

შაბათს, 13 მაისს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტოკოლონა დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე "რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის" წინ შენიშნეს. ინფორმაციას რამდენიმე მედია - euroradio და motolkohelp ავრცელებს.

მედია წერს, რომ ავტოკოლონის გამოჩენისას საავადმყოფოს შესასვლელები გადაკეტილი იყო, გზებზე კი უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებული. ლუკაშენკოს ავტოკოლონის გავლის შემდეგ გადასასვლელები გაიხსნა.  

შეგახსენებთ, ლუკაშენკო 9 მაისის ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო აღლუმზე შეუძლოდ გახდა.

გარდა ამისა, მინსკში ლუკაშენკოს გამარჯვების დღეს ტრადიციული სიტყვით გამოსვლა არ ჰქონია. როგორც მედია წერდა, ლუკაშენკომ გამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

ოფიციალურ მინსკს გავრცელებულ ცნობებზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი