
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 198 880;
ტანკი - 3 756;
ჯავშანტექნიკა - 7 325;
საარტილერიო სისტემა - 3 116;
სარაკეტო სისტემა - 562;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 314;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 696;
საკრუიზო რაკეტები - 970;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 018;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 404.