
უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი, გერმანიაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"უკვე ბერლინში. იარაღი, მძლავრი დახმარების პაკეტი, საჰაერო თავდაცვა, რეკონსტრუქცია, ევროკავშირი,NATO, უსაფრთხოება", - წერს ზელენსკი
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიასა და ვატიკანს ეწვია. ამის შემდეგ ის გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ბერლინში წაიყვანა.
როგორც Spiegel წერს, გერმანიის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, დროებით Eurofighter-ის მებრძოლებმა გააცილეს.