გასულ ღამეს უკრაინელებმა რუსების 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს | იგნატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის ინფორმაციით,  14 მაისის ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა, რუსი ოკუპანტების 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

მისივე ინფორმაციით, ასევე განადგურებულია რუსების სამი ფრთოსანი რაკეტა. 

"სულ განადგურდა 25 უპილოტო საფრენი აპარატი, მაგრამ ეს არის სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, 19 თავდასხმის ტიპის, როგორც ჩვენ კამიკაძეს ვუწოდებთ.  გარდა ამისა,  ტესტირება ჩაუტარდა 4 უპილოტო საფრენი აპარატს, რომლის ტიპიც ჯერ კიდევ დგინდება" - თქვა იგნატმა

როგორც საჰაერო ძალების პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ, მტრის წინააღმდეგ 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი