
"უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის რაიონში კონტრშეტევებს აგრძელებენ "- ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.
როგორც ISW აღნიშნავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ბახმუტთან გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და კურდიუმოვსკას და კლიშევკას მიმართულებებზე წინ წაიწიეს.
"13 მაისის მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის რაიონში 16,8 კვადრატული კმ. გაათავისუფლეს" - წერს ISW
გარდა ამისა, უკრაინულ Telegram არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულმა სამხედროებმა კლიშევკაში, მე-2-ე საარმიო კორპუსის მეთური , მე-4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური და მე-4-ე მოტომსროლელი ბრიგადის შტაბის ხელმძღვანელი გაანადგურეს.