ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში უკვე 481 ბავშვი მოკლეს

გამოქვეყნდა:

14 მაისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 481 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 452-ზე მეტი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 458; ხარკოვის ოლქში - 277, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 85, ხერსონის ოლქში - 97, ზაპოროჟიეს ოლქში - 89, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 69, ლასტროვის ოლქში - 68.  

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი